ვებ დიზაინი
დიზაინი არის ის, რასაც თქვენი ვიზიტორი საიტზე შესვლისთანავე აღიქვამს. პირველი რამდენიმე წამის შთაბეჭდილება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის გაცნობის დროს.


საიტის მფლობელს პირველ რიგში, სწორედ დიზაინის დეტალები აინტერესებს: დიზაინი, რომელიც სასიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებს და გაუჩენს მომხმარებელს დაუძლეველ სურვილს, რომ კიდევ ესტუმროს.

დიზაინის დეტალები უდიდესი წინდახედულებით იქმნება. მნიშვნელოვანია ფერი და განლაგება - თანამედროვე სტანდარტები გვკარნახობენ, რომ დიზაინი იყოს მომხმარებელზე მორგებული - მარტივი აღსაქმელი და მოქნილი. ანუ, ის, რაც გვჭირდება, მალევე უნდა მოვიპოვოთ, ზედმეტი კლიკების გარეშე.

სწორედ, ამ პრინციპებზეა მორგებული ჩვენ მიერ შექმნილი დიზაინები. ნაფიქრია, იმაზე, რომ ნებისმიერი ბიზნეს კომპანიის მთავარი ამოცანაა, აუწყოს მომხმარებელს კომპანიის სიახლეების შესახებ, ხაზი გაუსვას მთავარ მიმართულებებს  სლაიდერში და სოციალური ქსელის არხების საშუალებით, ვიზიტორი დააკავშიროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდსაც.

მოდით, განვიხილოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიზაინის თითოეული დეტალი:

ლოგო - რომელიც თქვენი, როგორც კომპანიის მთავარი იდენტიფიკატორია. სწორედ, ლოგოს გარშემო ტრიალებს მთელი საიტი. ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიზაინები იძლევა საშუალებას, რომ თქვენი ლოგო, ფერითა თუ ფორმით, მოარგოთ ერთ-ერთ მათგანს.

მენიუ - შეგიძლიათ დაამატოთ ე.წ. მენიუს პუნქტები, მაგალითად: ჩვენ შესახებ, სიახლეები, აქციები, პარტნიორები, ვაკანსია, კონტაქტი და ა.შ. ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება როგორც მენიუს პუნქტის გამოტანა, ასევე არსებულის გამორთვა ან რედაქტირება.

ინფორმაციის ძიება - ამ ფუნქციის საშუალებით, თქვენი საიტის ვიზიტორი შეძლებს ერთი კონკრეტული საკვანძო სიტყვით მოძებნოს მისთვის სასურველი ინფორმაცია თქვენს საიტზე. მაგალითად, აქციები.. შედეგად, მომხმარებელი მიიღებს გვერდს, სადაც გამოჩნდება ყველა სიახლე/სტატია, სადაც გამოყენებულია სიტყვა აქცია.
მოძიებული შედეგებიდან, სტატიის სათაურზე დაკლიკებით მომხმარებელი მოხვხდება სტატიის სრულ ტექსტზე, შესაბამისად, მომხმარებელი მისთვის სასურველ ინფორმაციას მოიძიებს რამდენიმე წამში, ყოველგვარი ზედმეტი გვერდების თვალიერების გარეშე.

სოციალური ქსელის არხები - კომპანია სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციის გარეშე უკვე ვეღარავის წარმოუდგენია. სოციალური ქსელი, როგორც დამხმარე გასაპიარებელი საშუალება აქტიურად გამოიყენება. აუდიტორიის სიმრავლიდან და ქსელის პოპულარობიდან გამომდინარე თითოეული კომპანია ცდილობს მიზნობრივ აუდიტორიას სოციალური ქსელითაც დაუკავშირდეს და მუდმივ ჩართულობაში იყოს მათთან. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ ამ მნიშვნელოვან არხებზე ყურადღება ოფიციალურ საიტზეც გამახვილდეს. სწორედ ამიტომ, სისტემა საშუალებას გაძლევთ საიტზე გამოიტანოთ სასურველი არხის ხატულები, თქვენი გვერდით დალინკული. მომხმარებელი თითოეულ ხატულაზე დაკლიკებით, ცალკე ფანჯარაში გახსნილ თქვენს გვერდს იხილავს.

სიახლეების ბლოკი
- საიტზე განთავსებული სიახლეების გამოტანას შეძლებთ როგორც პირველ გვერდზე, საჭიროების შემთხვევაში, ან უბრალოდ, შესაბამის კატეგორიაზე დაკლიკების შემდეგ. შეძლებთ შექმნათ თქვენი კომპანიის სიახლეების გვერდი, ასევე აქციების, პარტნიორების, ვაკანსიების და ა.შ.

საკონტაქტო ინფორმაციის ბლოკი - როგორც გახსოვთ, თანამედროვე სტანდარტები გვკარნახობენ, რომ დიზაინის თითოეული დეტალი იყოს მარტივი და ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ადვილად მისაღები. სწორედ ამიტომ, გარდა იმისა, რომ საიტზე არსებობს სპეციალური გვერდი თქვენი ვიზიტორებისთვის საკონტაქტო ინფორმაციის გასაზიარებლად, ასევე, ყველა გვერდზე, ან სურვილის შემთხვევაში მხოლოდ პირველ გვერდზე, გამოჩნდება საკონტაქტო ინფორმაცია.

ფეისბუქის ფანბოქსის ბლოკი - ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ნაცნობები და ზოგადად,  მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენთვის ავტორიტეტებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, ფეისბუქის ფანბოქსის საშუალებით, თქვენი საიტის ვიზიტორი ვიზუალურად ნახავს თუ მის რომელ და რამდენ ნაცნობს აქვს მოწონებული თქვენი ფეისბუქ გვერდი. ფეისბუქ ფანბოქსი თქვენი ვიზიტორების მისაბმელად და შემდგომი ჩართულობის გაგრძელების გარანტორად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ .

სტატიის გვერდი - მომხმარებელი ნახავს სტატიის სათაურს, სრულ ტექსტს, გამოქვეყნების თარიღსა და ბეჭდვის ღილაკს

კატეგორიის გვერდი - შეძლებთ განათავსოთ შესაბამისი თემატიკის სტატიები, მაგალითად, აქციების კატეგორიის გვერდზე განათავსებთ სიახლეებს აქციებთან დაკავშირებით, პროექტების გვერდზე პროექტებს, ხოლო ვაკანსიების კატეგორიის გვერდზე - მიმდინარე ან გასულ ვაკანსიებს იხილავენ თქვენი მომხმარებლები. კატეგორიის გვერდზე საიტის ვიზიტორი იხილავს მხოლოდ სტატიის სურათს, სათაურს, თარირსა და მოკლე ტექსტს, ხოლო ,,ვრცლად’’ ღილაკზე დაკლიკებით მომხმარებელი გადავა სტატიის სრულ ტექსტზე

კონტაქტის გვერდი
- შეძლებთ გამოაჩინოთ თქვენი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, დამატებითი ინფორმაცია, მიაბათ რუკა და ა.შ. კონტაქტის გვერდზე ასევე, მომხმარებელს საკონტაქტო ფორმის საშუალებით ექნება შესაძლებლობა პრივატულად მიწეროს საიტის ადმინისტრატორს.

ბეჭდვის გვერდი
- თქვენი საიტის ვიზიტორები შეძლებენ ამობეჭდონ სასურველი გვერდის ოპტიმიზირებული ვერსია - ზედმეტი დეტალების გარეშე: ბრენდირებული საიტის ლოგოთი, სათაური, თარიღითა და  სრული ტექსტით.

გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი ვიზუალურად? იხილეთ დიზაინების კატალოგი

შეარჩიეთ დიზაინი თქვენი გემოვნებით და შექმენით ბიზნესსაიტი მარტივად!