შექმენი ვებგვერდი სწრაფად და მარტივად
დღევანდელი ტექნოლოგიური ცვლილებებიდან გამომდინარე, ბიზნესი იწყებს გადასვლას ინტერნეტ სივრცეში, სადაც მარტივია კომუნიკაცია.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაამარტივა ამიტომ დღეს მოსახლეობის უმეტესობა ჯერ ინტერნეტში ეძებს სასურველ პროდუქტს.

თუ გსურთ რომ თქვენი პროდუქტი/შეთავაზება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, დაიწყე მარტივად - შექმენი ვებგვერდი - ვირტუალური სავიზიტო ბარათი, რაც საშუალებას მოგცემთ გაიმარტივოთ საქმიანობა და იყოთ წარმატებული ინტერნეტ სივრცეში სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით.

შენი კომპანიისთვის, მისი არსებობა შეუფასებელია. არანაირი ვალდებულება. იხდი მანამდე, სანამ გჭირდება.
რესპონსივ  ვებგვერდი
რესპონსივ ვებგვერდი
რატომ უნდა იყოს თქვენი გვერდი რესპონსივი და რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდი ნებისმიერი ზომის მქონე მოწყობილობასთან (პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი თუ სმარტფონი) თავსებადია, ანუ ვებგვერდის ზომები იმ მონიტორის ზომების პროპორციულად იცვლება, რომლიდანაც მოხმარებელი მას სტუმრობს.

ასე, რომ რესპონსივ ვებგვერდის ფლობისას, არასდროს იკარგება თქვენი ვებგვერდის ვიზუალური მხარე და ფუნქციონალი.
მარტივი სამართავი პანელი
მარტივი სამართავი პანელი
ვებ გვერდის შექმნისას მრავალი კომპანია სვამს შემდეგ კითხვას - შევძლებ თუ არა რაიმე ცვლილების განხორციელებას, სურათებისა და სხვა ტექსტების ატვირთვას, სტატიების დამატებას ან არსებული ინფორმაციის კორექტირებას?

ამ ყველა კითხვაზე ჩვენი პასუხია: დიახ, თქვენ ამას დამოუკიდებლად, ტექნიკური ცოდნისა და ყოველგვარი წვალების გარეშე შეძლებთ!. აღნიშნულის უზრუნვეყოფა კი შეგიძლიათ ქართული და ინგლისურ ენოვანი  სამართავი პანელით.
ამასთან, ადმინისტრატორიდანვე შეგიძლიათ დააკვირდეთ და აკონტროლოთ ვებგვერდის სტატისტიკა.
განვითარებადი სისტემა
განვითარებადი სისტემა
როგორ ვიქცევით როდესაც გვაქვს ვებგვერდი, რომელშიც თავის დროზე დახარჯულია დიდი რესურსი, შეიცვალა ტექნოლოგია და საჭიროა ახალი ტენდენციების მიხედვით გადაწყობა?
რა საჭიროა ნივთი, რომელიც არ იცვლება ცვალებად გარემოში?

სწორედ ამიტომ, გარდა ხარისხიანი ვებ სერვისისა, ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ხშირი და საინტერესო ფუნქციური და სისტემური განახლება, რაც მათ ვებგვერდს მუდმივად თანამედროვესა და ტრენდულს ხდის.
შეარჩიეთ დიზაინი თქვენი ვებგვერდისათვის

თუ გსურთ, რომ თქვენი ვებგვერდის დიზაინი იყოს უნიკალური, შექმენით ის ჩვენს დიზაინერებთან ერთად