ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები
1. გამოყენებული ტერმინების განმარტება
1.1. კომპანიაშპს ,,ნეიმსფეის.ჯი” (ს/კ 405253933), რომელიც ახორციელებს  მომხმარებლისათვის ვებგვერდით სარგებლობის მომსახურების გაწევას, მომსახურების პირობების შესაბამისად.
1.2. მომხმარებელი - იურიდიული პირი / ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმე.
1.3. კომპანიის ვებგვერდი -შპს ,,ნეიმსფეის.ჯი” ვებგვერდი
მის: www.goodweb.ge
1.4. მომხმარებლის ვებგვერდი - კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის სარგებლობაში გადაცემული ვებგვერდი
1.5. მომსახურების პირობები (მომსახურება):
1.5.1. კომპანია მომხმარებელს სარგებლობაში გადასცემს დამზადებულ ვებგვერდს, რომელიც დამზადებულია  მომხმარებლის მიერ არჩეული მომსახურების პაკეტის შესაბამისად, ხოლო მომხმარებელი იხდის მომსახურების საფასურს.
1.5.2. ,,ვებგვერდით  სარგებლობის წესები და პირობები” - მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებგვერდითა და კომპანიის მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ვებგვერდით (მომხმარებლის  ვებგვერდი) სარგებლობის წესები და პირობები, რომელთაც მომხმარებელი ეთანხმება კომპანიის ვებგევრდზე რეგისტრაციის გზით.
1.5.3. ,,უსაფრთხოების პირობები” - პირობები, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად  მომხმარებლის მიერ მიწოდებული მონაცემების ან/და კომპანიის მიერ მომხმარებლის შესახებ მოძიებული ინფორმაციის ან/და სხვა სახის ინფორმაციის გამოყენებისა და დაცვის პირობებს, რომელთაც მომხმარებელი ეთანხმება კომპანიის ვებგევრდზე რეგისტრაციის გზით.
1.5.4. დამატებითი მომსახურება -  ყველა ის მომსახურება, რომელიც არ შედის კომპანიის მიერ შეთავაზებულ პაკეტებში და ექვემდებარება ანაზღაურებას.
1.6. ვებგვერდის გათიშვა - ვებგვერდთან წვდომის შეჩერება.
1.7. ვებგვერდის გაუქმება - ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაშლა.
1.8. მომხმარებლის რეგისტრაცია - კომპანიის ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ სავალდებულო რეგისტრაციის გავლა, კომპანიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
1.9. მომსახურების პაკეტები - ოპტიმალი, პრემიუმი, სუპერი,ინტერნეტ მაღაზია.
1.9.1. ერთი თვით მომსახურების პაკეტის შეძენა გულისხმობს, სერვისით სარგებლობას 30 კალენდარული დღის განმავლობაში
1.9.2. სამი თვით მომსახურების პაკეტის შეძენა გულისხმობს, სერვისით სარგებლობას 90 კალენდარული დღის განმავლობაში
1.9.3. ექვსი თვით მომსახურების პაკეტის შეძენა გულისხმობს, სერვისით სარგებლობას 180 კალენდარული დღის განმავლობაში
1.9.4. ერთი წლით მომსახურების პაკეტის შეძენა გულისხმობს, სერვისით სარგებლობას 365 კალენდარული დღის განმავლობაში
1.10 დომენი - მომხმარებლის მიერ შერჩეული დომენი.
1.11. ქვედომენი - კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მინიჭებული დომენი.


2.    თანხმობის პირობები:
2.1    მომხმარებელი კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ წაიკითხა, გაიგო და ეთანხმება ,,ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს“ შემდგომში - (,,ვებგვერდით სარგებლობის წესები“). თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ წესებით დადგენილ შეზღუდვებს, მაშინ კომპანიის თხოვნაა, მომხმარებელი არ დარეგისტრირდეს და არ გამოიყენოს კომპანიის ვებგვერდი.
2.2    მომსახურების პირობები შეიძლება კომპანიის მიერ ნებისმიერ დროს შეიცვალოს.  იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შეცვლილი პირობები მომხმარებლისათვის მისაღებია, მომხმარებელი მომსახურების შეცვლილ პირობებს ეთანხმება კომპანიის ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლის გზით.  წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს გაუუქმოს ვებგვერდი.
2.3    ხელშეკრულების შეცვლილი პირობები არ გავრცელდება უკვე არსებულ ვალდებულებებზე. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეცვლილ პირობებს, კომპანიას უფლება აქვს მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

3.    კომპანიის ვებგვერდის გამოყენება და მისი მომსახურება
3.1    კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მზა საიტებს. მომხმარებელს შეუძლია შეისყიდოს, დომენი ასევე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს არსებული დომენის კომპანიის სერვერზე გადმოტანას (ქვედომენი);
3.2    კომპანიის შემოთავაზებები თავმოყრილია ოთხ პაკეტში, რომელთა შორისაც დიფერენციაციას განაპირობებს მომსახურების განსხვავებული  პირობები და შესაბამისად, ფასები. თითოეული პაკეტის მომსახურებაში შედის უფასო დიზაინი (რომელთა გამოყენებაც შეუძლია ნებისმიერი პაკეტის მფლობელს). მომხმარებლის სურვილისამებრ შესაძლებელია ფასიანი დიზაინის შეძენა, მაგრამ მხოლოდ სუპერ და ინტერნეტ მაღაზიის პაკეტის არჩევის შემთხვევაში.
3.3    კომპანიის მიერ, მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების პაკეტის ღირებულება არ მოიცავს დომენის საფასურს, მის გადახდას მომხმარებელი უზრუნველყოფს დამოუკიდებლად. მომსახურების პაკეტი მოიცავს კომპანიის მიერ ქვედომენის სარგებლობაში გადაცემას მომხმარებლისათვის.
3.4    მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის ღირებულების  გადახდა ხორციელდება შეთანხმებისამებრ, - ყოველთვიურად, ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ. მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ან ონლაინ, კომპანიის მიერ მისთვის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე.
3.5    იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ არ იქნება გადახდილი მომსახურების საფასური, კომპანია მომხმარებელს თავდაპირველად უთიშავს ვებგვერდს, ხოლო წინამდებარე პირობების 3.10. პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ უუქმებს ვებგვერდს.
3.6    მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შენახვას კომპანია ახორციელებს ვებგვერდის გათიშვის თარიღიდან  3 (სამი) თვის განმავლობაში. ვებგვერდის გათიშვიდან 3 (სამი) თვის ვადაში თანხის გადახდის შემთხვევაში, ვებგვერდი კვლავ ხელმისაწვდომი ხდება, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის ვებგვერდი უქმდება, უქმდება ასევე, დაგენერირებული ინვოისი.
3.7    მომხმარებლის ვებგვერდის გათიშვამდე, ვებგვერდის გათიშვის შესახებ მომხმარებელს მის მიერ დარეგისტრირებულ ელ.ფოსტაზე კომპანიის მიერ ორჯერ გაეგზავნება შეტყობინება.
3.8    მომხმარებლის ვებგვერდის გაუქმებამდე მომხმარებელს მის მიერ დარეგისტრირებულ ელ.ფოსტაზე კომპანიის მიერ გაეგზავნება ელექტრონული შეტყობინება,  15 (თხუთმეტი) დღით ადრე.
3.9    კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებელს გაუუქმოს ვებგვერდი თუ ამის შესახებ  წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს,  1 (ერთი) თვით ადრე.
3.10    კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციითა და სარგებლობით მომხმარებელი  ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის დროს წარდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, შემდგომში მოწოდებული ინფორმაციაც ასევე იქნება უტყუარი;
3.11    თუ მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები იცვლება, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას ამის შესახებ და მიაწოდოს ახალი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ მითითებული ძველი საკონტაქტო მონაცემების მიხედვით გაგზავნილი ინფორმაცია მიღებულად ჩაითვლება.
3.12    კომპანია პასუხს არ აგებს თუ მომხმარებელს ელ-ფოსტაზე არ მისდის შეტყობინება, კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. როგორიცაა:  საფოსტო სერვერის გაუმართაობა, საფოსტო ყუთისათვის გამოყოფილი ლიმიტის გადაჭარბება ან რაიმე სხვა მიზეზი.
3.13     კომპანია პასუხს არ აგებს თუ მომხმარებელი არ გაეცნობა კომპანიის მიერ მის ელ.ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებებს.
3.14    მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის სრულწლოვანი და მის მიერ კომპანიის ვებგვერდით სარგებლობა არ არღვევს რომელიმე მოქმედ კანონსა თუ რეგულაციას;
3.15    კომპანიის ვებგვერდის გამოყენებით, ასევე მისი ინსტრუმენტებისა თუ პროგრამების გამოყენებით კომუნიკაციისათვის, როგორიცაა კომენტარისა თუ პოსტების განთავსება, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ინფორმაცია არის უტყუარი.  აცნობიერებს და თანახმაა, რომ ამ ინფორმაციას იხილავენ კომპანიის ვებგვერდის სხვა მომხმარებლებიც.

4.    პროდუქცია და მისი გამოყენების პირობები
4.1    კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია მომხმარებლის რეგისტრაციისა და  მომსახურების შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.
4.2    დამატებითი მომსახურება დამატებით თანხებს საჭიროებს, რომელიც განისაზღვრება მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მოითხოვს დამატებით მომსახურებას, შესაბამისი თანხა დაემატება ინვოისში და მომხმარებელი  შესაბამისად მოახდენს ანგარისწორებას;
4.3    რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი კომპანიისაგან მიიღებს ანგარიშსა და პაროლს. მომხმარებელი პასუხისმგებელია როგორც ანგარიშის, ასევე პაროლის კონფიდენციალურობაზე, შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ანგარიშისა თუ პაროლის ირგვლივ შეიძლება წარმოიქმნას, მომხმარებლის პასუხისმგებლობის ქვეშაა;
4.4    მომხმარებლის მხრიდან დამატებითი მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში, როგორიც  შეიძლება იყოს მაგალითად: ვებგვერდის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა, მაგ. დიზაინის ცვლილება ან სხვა, კომპანიის მიერ განხორციელდება გონივრულ ვადაში.
4.5    მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიასთან შეთანხმების გზით ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტი კომპანიაში არსებული სხვა პაკეტით.

5.    კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქციის დანიშნულება
5.1    კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქცია, კერძოდ ვებგვერდები, განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის, ასევე ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმისათვის.
5.2    კომპანიის მირ მომხმარებლისათვის შეთავაზებული/გადაცემული ვებგვერდები საინფორმაციო დანიშნულების მატარებელია, მისი მთავარი ფუნქციაა მფლობელის მიერ თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე და თავიანთი ვებგვერდის მომხმარებლების (მესამე პირების) ინფორმირება;
5.3    ვებგვერდის მფლობელის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია ინტერნეტ მომხმარებლებისათვის, რათა მათ მიეწოდოთ მომხმარებლის კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

6.    საავტორო უფლებები
6.1    კომპანიის ვებგვერდზე  განთავსებული ინფორმაცია  და სიახლეები წარმოდგენილი პოსტების სახით, განკუთვნილია დაინტერესებული პირებისათვის მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნებისათვის.
6.2    თუ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოდიფიკაცია და/ან  ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენება, შედეგად იწვევს კომპანიის საავტორო უფლებების დარღვევას, ხელმყოფს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.
6.3    კომპანიის ვებგვერდზე გამოყენებული მასალები კომპანიის თანხმობის გარეშე არ შეიძლება გავრცელებული იქნეს.
6.4     ,,ვებგვერდით სარგებლობის წესების“ დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლებელია კომპანიის მიერ გაეთიშოს ან გაუუქმდეს თავის სარგებლობაში არსებული ვებგვერდით სარგებლობის უფლება.

7.    მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსი
7.1    მომხმარებელს ეკრძალება კომპანიის მიერ გადაცემული ვებგვერდის (მომხმარებლის ვებგვერდი) გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის. მომხმარებელი  იძლევა გარანიტას იმის შესახებ, რომ მის მიერ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ დაარღვევს/შელახავს სხვა პირების უფლებებს, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში არ  მოვა კანონმდებლობასთან. მათ შორის, არ იქნება პორნოგრაფიის, ძალადობის, მუქარის შემცვლელი, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული, ცილისმწამებლური, წამების ამსახველი თუ სხვა, არ იქნება გავრცელებული პირის პერსონალური მონაცემები, გარდა ამ პირის წერილობითი თანხმობისა, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, კომპანიის შეხედულებისამებრ, შეიძლება გახდეს მომსახურების შეწყვეტის საფუძველი.
7.2    მომსახურების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საკითხის მოგვარებასთნ დაკავშირებით ყოველგვარი პასუხისმგებლობა  ეკისრება მომხმარებელს.
7.3    მომხმარებლის ვებგვერდი არ არის განკუთვნილი კომერციული მიზნებისათვის, შესაბამისად,  თუ მომხმარებელი გამოაქვეყნებს  ინფორმაციას, რომელიც შეიცავს კომერციულ რეკლამებს, ბმულებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებს/განცხადებებს, რომლებიც არ ემსახურება ვებგვერდით სარგებლობას, ან საფრთხეს უქმნის კომპანიას, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს გაუთიშოს ვებგვერდი ან მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება.
7.4    თუ კომპანია გადაწყვეტს, რომ მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია თუ ბმულები არ შეესაბამება ,,ვებგვერდით სარგებლობის წესების“ 6.1 პუნქტში აღწერილ მასალებს, ან/და მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია უფლებას იტოვებს წაშლოს  ან დამალოს ასეთი სახის ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს ასევე, მომხმარებელს გაუთიშოს ვებგვერდი ან მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება.
7.5    მომხმარებელმა კომპანიის მიერ მინიჭებული ვებგვერდის სივრცე უნდა გამოიყენოს მხოლოდ ვებგვერდის პირვანდელი დანიშნულებისამებრ. მომხმარებელმა  ვებგვერდი უნდა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულებით. ნებისმიერი სხვა დანიშნულებით ვებ გვერდის გამოყენება იკრძალება .
7.6    ამ მუხლში ჩამოთვლილი მომსახურების შეწყვეტის წინაპირობები არ არის ამომწურავი და მომხმარებელს კომპანიამ მომსახურება შესაძლოა შეუწყვიტოს კანონმდებლობის სხვა ნორმების ან/და ამ ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაშიც.

8.     დამატებითი პირობები
8.1    ,,ვებგვერდით სარგებლობის წესები“ ძალაშია მანამ, სანამ მომხმარებელი სარგებლობს ვებგვერდით ან  არის დარეგისტრირებული;
8.2    მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ ის გაეცნო მომსახურების პირობებს, შენიშვნა ამ პირობების მიმართ არ აქვს და ეთანხმება მას.
8.3    ,,ვებგვერდით სარგებლობის წესებით“ გაუთვალისწინებელი საკითხები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.4    მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით;
8.5    მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს სასამართლო.
8.6    მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ ის გაეცნო მომსახურების პირობებს, შენიშვნა ამ პირობების მიმართ არ აქვს და ეთანხმება მას.
ბეჭდვა